logo
ENG



კანდელაკი: სავალდებულო კარანტინის გაუქმებაზე სარჩელების განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება

13 აგვ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 
x4ryh897zpf2h79.jpg

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის დაწესებულ სავალდებულო კარანტინთან დაკავშირებით სარჩელების განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, რეგულაცია დისკრიმინაციულია, რადგან ის მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

"მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე ცოტა ხნის წინ, როცა გაუმწვანებელი ქვეყნიდან შემოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ტესტი ჩაიტარა, ხოლო გამწვანებული, ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა მაინც დისკრიმინაციული კარანტინის გავლას აიძულებს. ეს რეგულაცია იმდენად აბსურდულია, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ ამ უსამართლობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი სარჩელების განხილვას, სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს", - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, პროცესი, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების კარანტინში მოთავსების წესზე უნდა ემსჯელა, გადაიდო. სარჩელი „საქართველოს იურისტთა ასოციაციამ" ბერლინში მცხოვრები არქიტექტორის, თორნიკე კუბლაშვილის სახელით შეიტანა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 14-დღიან იძულებით კარანტინში მხოლოდ ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეების მოთავსება დისკრიმინაციულია და რეგულაციის ბათილად ცნობას მოითხოვენ.


close დახურვა