logo
ENG



კანდელაკი აქციაზე მომხდარ ინციდენტზე: აქეთ დგას კულტურა, იქით ველურები

06 დეკ 201914:37
3 წუთის საკითხავი
 
z501clnepapmr91.jpg

"აქეთ მხარეს დგას კულტურა, იქით მხარეს დგანან ველურები", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ქუთაისში, აქციაზე ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს და ეს ხალხმა უკვე გადაწყვიტა. 

"დღესაც იყო მცდელობა, კვერცხების სროლა და ა.შ. მთავარია რომ ჩვენ გვაქვს ძალა და ესაა ხალხი. ქოცებმა ვერ შეძლეს 30 ადამიანის მოგროვებაც. როცა ხალხი დგას ერთად, შეუძლებელია სისხლიანმა რეჟიმმა გააგრძელოს ამ ქვეყანაში არსებობა. გადამგდები უნდა გადავაგდოთ... ესაა ივანიშვილის დაკვეთა და სახე. ამიტომ მსვლელობა გრძელდება და სათქმელი ითქმევა. ეს კონსენსუსი, რაც საზოგადოებაშია დაფიქსირდება მთელი სისავსით. ივანიშვილის საქმე დასრულებულია. კმარა ქართული ოცნება",-აღნიშნა კანდელაკმა. 

მან კომენტარი დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ განცხადებებზეც გააკეთა. საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასხვლაზე. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ესაა კლოუნადა, რისიც არავის სჯერა.

"ალბათ უნდა შევიკრიბოთ და ვეაჯოთ ბატონ ხუნდაძეს, რომ მეორედ აღარ აუჯანყდეს ივანიშვილს. ამ კლოუნადას არავინ ჭამს და სასაცილო აღარაა",-განმარტა კანდელაკმა.

  

 

 


close დახურვა