logo
ENG



კანდელაკი საპენსიო ფონდზე: თუ აღნიშნული იყო შავი დღისთვის, მაშინ ახლა ასეთი პერიოდია

25 მარ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მყოფი მედიკოსებისთვის გამჭვებ პუნქთან 200 000 ათასი სამედიცინო ხელთათმანი მიიტანეს. როგორც გიორგი კანდელაკმა "ფორმულასთან" აღნიშნა, სამედიცინო პერსონალისა და მოქალაქეების დახმარებას ისინი კვლავ განაგრძობენ. 

"ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ ვფიქრობთ ვიდგეთ ხალხის გვერდით და იმ სამედიცინო მუშაკების გვერდითაც. ჩვენ მოვიტანეთ ხელთათმანები, რაც იმედია პატარა წვლილს შეიტანს ამ პროცესებში. ასევე ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მათ შორის გულისხმობს საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერებას და ფონდში ჩვენივე შეტანილი თანხის ისევ ხალხისთვის დაბრუნებას. თუ აღნიშნული იყო შავი დღისთვის განკუთვნილი, მაშინ ახლა ასეთი პერიოდია. გარდა ამისა მთავრობას შევთავაზეთ გადასახდების შემცირება, რითაც დამსაქმებლებიც შეძლებენ მეტი თანამშრომლის შენარჩუნებას",-აღნიშნა კანდელაკმა. 

შეგახსენებთ, რომ ადგილზე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა ძალებმა ბლოკ-პოსტებთან მავთულხლართები გააბეს, რათა რაიონში არავინ გადავდიეს. გადაადგილება კი მხოლოდ კონკრეტული პირებისთვისაა დაშვებული, მათ შორის სამედიცინო პერსონალისა და დისტრიბუტორებისთვის. 

თავად ქვემო ქართლის რმუწნებულის შოთა რეხვიაშვილის თქმით კი ამ ეტაპზე გამოკველულია 20 000-მდე მცხოვრები. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძრვანელის ინფორმაციით კი მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მალე დაიწყება. 

"ჩვენი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და ტერიტორიაზეა შესული. ჩატარდება სადეზინფეციო სამუშაოები. ის ხორციეელდება კოორიდინირებულად და გმოყენებულია ისეთი ტექნიკა, რაც უსაფრთხოება ადამიანის ჯანრმთელობისთვის",-აცხადებს ნიკოლოზ მესხი.

 


close დახურვა