ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ აქსელროდის განაცხადებით, კანზას სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის ფედერაციის დახმარებისთვის. ისინი აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით რუსეთში საავიაციო ტექნოლოგიების გაგზავნაში არიან ბრალდებულები.
Reuters-ი წერს, რომ ამ საქმეზე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს პროკურორებთან თანამშრომლობს. "კირილ ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კანონების გვერდის ავლით, საავიაციო ტექნოლოგიების მიყიდვა კლიენტებზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც რუსული წარმოების თვითმფრინავებს მართავენ", - ნათქვამია აქსელროდის განცხადებაში.
ბრალდებულები რუსეთში გასაგზავნ ტექნიკას საკუთარ კომპანიაში - KanRus Trading Company ამზადებდნენ, აყალბებდნენ საექსპორტო საბუთებს. მაგალითად, საბუთებში გასაგზავნ ადგილად რუსეთის, FSB-ს მაგივრად - გერმანია იყო მითითებული. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მაისში, ივნისსა და ივლისში საავიაციო ტექნოლოგიები კონტრაბანდულად სომხეთისა და კვიპროსის გავლით გადაიტანეს.
ახლა მათ ბრალად ედებათ - შეთქმულება, კონტროლირებადი საქონლის ლიცენზიის გარეშე ექსპორტი, გაყალბება და საექსპორტო ინფორმაციის არ მიწოდება და კონტრაბანდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.