რეპერ კანიე ვესტს შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში სურს ჩაბმა. ამის შესახებ ამერიკელმა მუსიკოსმა „ტვიტერზე“ დაწერა.
"ჩვენი ვალია ამერიკის შესაძლებლობის რეალიზება რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებით და მომავლის შენებით. ვაყენებ ჩემს კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე", - წერს რეპერი.
მის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ილონ მასკი და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს მესამე შემთხვევაა, როცა რეპერი მსგავს განცხადებას ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 თვეა დარჩენილი. შტატების დიდ ნაწილში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებისთვის ვადა ჯერ არ ამოწურულა.