logo
ENG



კანონდარღვევით ცდილობენ სახელმწიფო უწყებებისთვის ხელის შეშლას - ლევან დავითაშვილი

29 ნოე 201912:30
3 წუთის საკითხავი
 
z78t4sngpejukmv.jpg

"მგონი უპასუხისმგებლოა ის ადამიანი, ვინც ამას გამოხატავს. ესაა აბსოლუტურად მიღებული, როცა კანონდარღვევით ცდილობენ სახელმწიფო უწყებებისთვის ხელის შეშლას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გადაწყვეტილებები და ამ დროს საბოტაჟის დრო არ არის",-ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიმდინარე აქციებს და იქ ადამიანების დაკავებას.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები კანონს არღვევენ და სამართალდამცველები შესაბამისად მოქმედებენ. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება ეკონომიკის მინისტრიც. 

"რა ნაწილშიც მანიფესტაციები, პროტესტის გამოხატვის ფორმები არ სცდება კანონს, ეს მისაღებია და მშვიდად უნდა შევეგებოთ. სადაც გვაქვს ისეთ ფაქტებთან საქმე, რაც იწევევს სახელმწიფო უსწებების პარალიზებას და საქმიანობის ხელის შეშლას, აქ სამართალდამცველები კანონიერ ზომებს იღებენ. მშვიდობიანი აქციის უფლება კი კონსტიტუციითაა დაცული",-განმარტა ნათია თურნავამ.


close დახურვა