logo
ENG



კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა

13 აპრ 202319:52
3 წუთის საკითხავი
 

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უკვე ვენეციის კომისიაშია. დოკუმენტი მეორედ გაიგზავნა და ამის მიზეზი ისაა, რომ ექსპერტულმა ანალიზმა პოლიტიკური დევნის რისკები დაინახა. ახლა ხელისუფლებამ პროექტში ცვლილებები შეიტანა, რასაც ოპოზიცია რეკომენდაციების კიდევ უფრო დამახინჯებად აფასებს. კანონპროექტი პირველი მოსმენითაა მიღებული. მეორე მოსმენით კენჭისყრაზე გატანამდე კი ქართულმა ოცნებამ იურიდიულ კომიტეტში მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი და ვენეციის კომისიაში გაგზავნა. ახალი ვერსიით, ხელისუფლებას მხოლოდ თავად იტოვებს უფლებას ეჭვი მიიტანოს და ოლიგარქად დაასახელოს პირი, ოპონენტებს კი ამ უფლების გარეშე ტოვებს. სწორედ ამ გზით აპირებს ქართული ოცნება ივანიშვილის დაცვას. 


close დახურვა