logo
ENG



კანონპროექტს მხარს დავუჭერთ - პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს

12 ნოე 201913:05
3 წუთის საკითხავი
 
f9b1pkyvq2ckd5z.jpg

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას. კანონმდებლები დღეს ორ პროექტს განიხილავენ, საიდანაც ერთი ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული, მეორე კი მმართველი გუნდის. ორივე კანონპროექტი მიზნად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად, თუმცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ამასთან, საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ მმართველი გუნდის მიერ მათი კანონპროექტის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

„რომ არ მოგვდონ შარი და არ დაგვაბრალონ კონსტიტუციის ჩავარდნა ჩვენ დავუჭერთ პროექტს მხარს. ასევე გვექნება ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული პროქტის პრეზენტაცია, და ვეცდებით დავარწმუნოთ რომ ის უკეთესია პოლიტიკური მდგრადობისთვის, მაგრამ ვიცით, რომ ეს კანონპროექტი არ გავა და წინასწარ ვაცხადებთ, რომ ხელუსუფლების მიერ წარმოდგენილ ვარიანტს დავუჭერთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

თავის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „მათი რედაქცია უფრო მეტად ასახავს იმას, რაც ხდება ქვეყანაში და სამართლიანობის პრინციპს იცავს“.

 

 


 


close დახურვა