logo
ENG



კანონპროქტის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებებში NGO-ების ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება

28 თებ 202514:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/28/nkizx5qhq8m9o5h.jpg

ქართული ოცნებისა და მისი სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის არალეგიტიმურმა პარლამენტის წევრებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა.

"არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციები ურთიერთობის დონეზე, წინადადებების მიწოდებისა და განხილვის თვალსაზრისით, ისევ უფლებამოსილები იქნებიან, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხში, რომელიც მათთვის საინტერესოა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება". - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა. 

მანამდე, გარკვეული საჯარო გადაწყვეტილებების მიღების დროს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სავალდებულო იყო.


close დახურვა