„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეებს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ის პოლიტიკურ დასასრულს მოისწრაფებს. კაპანაძე აცხადებს, რომ პროტესტი მშვიდობიან რეჟიმში გაგრძელდება.
"ამ თავხედ დეპუტატებს მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შევუქმნათ. ახლა ტურებივით იპარებიან გარაჟიდან, სხვანაირად ვერ შედიან. ყოველდღე მოუწევთ პარლამენტში შეპარვა, თუ ეს მათ თავმოყვარეობაზე არ მოქმედებს, ჩვენ შეგვიძლია ასე გავაგრძელოთ. იქამდე გავაგრძელებთ აქციებს, სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ჩიხში უკვე შესულია პროცესი ივანიშვილის გამო. ამ სხდომას ატარებენ იმის გამო, რომ გაინაწილონ გათავისუფლებული თანამდებობები. რაც ხდება ამ დარბაზში ეს არის სამარცხვინო. ჩვენი ამოცანაა შევთავაზოთ კრიზისიდან გამოსვლა. თუ არ დაგვთანხმდებიან, მაშინ მოისწრაფებს პოლიტიკურ დასასრულს“, - განაცხადა კაპანაძემ „ფორმულასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 11:30 ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან.