logo
ENG



კაპანაძე: ერთადერთი, რისიც ივანიშვილის მთავრობას ეშინია ხალხის ძალის ნახვაა

26 იან 202114:13
3 წუთის საკითხავი
 
კაპანაძე: ერთადერთი, რისიც ივანიშვილის მთავრობას ეშინია ხალხის ძალის ნახვაა

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, პროტესტი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ "ჭკვიანურად" იმოქმედოს. კაპანაძის განმარტებით, ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ შეზღუდვებს აწესებს, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებს იმ შედეგებზე, რაც შემდეგ შეზღუდვებით დგება.

ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებსა და მის წინააღმდეგ საზოგადოების პროტესტზე ევროპული საქართველოს წევრმა, ფორმულას გადაცემაში კომენტარი ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დაწესებულმა შეზღუდვებმა შეიძლება საზოგადოების პროტესტს ხელი შეუშალოს, თუმცა მისი თქმით, ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა მზად შეეგუოს იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა აწესებს:

"პროტესტი არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მთავრობა გონს მოეგოს და ცოტა უფრო ჭკვიანურად იმოქმედოს. დღევანდელი მიდგომა, რაც მთავრობას აქვს, არის ის, რომ მაქსიმალური შეზღუდვები, ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე იმ შედეგებზე, რომელიც მერე დგება.

რაც შეეხება ხალხის გარეთ გამოსვლას, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი რისიც ივანიშვილის მთავრობას ერიდება და ეშინია, ეს არის ხალხის ძალის ნახვა.

გამართლება იმისა, თუ ადამიანი რატო არ მიდის გასაპროტესტებლად ყოველთვის შეიძლება არსებობდეს და ყოველთვის შეიძლება იპოვო. სხვა რამეშია საქმე, რამდენად არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ამ პროტესტის გარეშე შეეგუოს იმ შეზღუდვებს, რომლებიც დღეს არის. რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის თითოეული ოჯახის უსაფრთხოებას",-ამბობს კაპანაძე.


close დახურვა