logo
ENG



კაპანაძე: ეუთო ოდირის დასკვნით, ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია

05 თებ 202019:40
3 წუთის საკითხავი
 
llmddlp7zgue0sg.jpg

  „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ საგანგებო ბრიფინგზე ეუთო-ოდირის დასკვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაციების თქმით, გერმანული მოდელი სრულ შესაბამისობაშია საერთშორისო სტანდარტებთან.

კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის, მუშაობა დაიწყოს გერმანული საარჩევნო მოდელის მიღებაზე.

„გერმანული მოდელი გაგზავნილი იქნა სახალხო დამცველის მიერ ეუთოში/ოდირში. მივიღეთ დასკვნა, სადაც ეუთო საუბრობს, რომ ეს მოდელი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული, შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის. რაც მთავარია, არც ერთი სიტყვაა ნახსენები, რომ შეთავაზებული მოდელი არაკონსტიტუციურია. უფრო მეტიც, ოდირი პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი, რომელიც გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, შეიძლება, განხილული იყოს, როგორც საარჩევნო სისტემების მაჟორიტარული კომპონენტი.

უფრო მეტიც, ოდირი პირდაპირ ამბობს, რომ რაღაც მოდელია კონსტიტუციაში და შეთავაზება ამას ეწინააღმდეგება, აპრიორი არის არასწორი. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი შეიძლება მიღებული იყოს პირდაპირ, ეს მოდელი შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტში ხმათა უბრალო უმრავლესობით. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მოდელზე მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ, ოდირის მიერ გაკეთებული ექვსივე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. ეს არის კარგი დადასტურება, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხმარს უჭერენ ასეთი რეფორმების განხორციელებას და ჩვენ ახლავე შეგვიძლია პარლამენტში შევიტანოთ გერმანული მოდელი და კენჭი ვუყაროთ მას“, - განაცხადა კაპანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარიპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, თებერვალში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.


close დახურვა