logo
ENG



კაპანაძე: ის, რომ ადრე ხდებოდა ცუდი, არ შეიძლება იყოს ალიბი ახლა

04 ნოე 201920:45
3 წუთის საკითხავი
 
ajdwsq533vb5dyi.jpg

„პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრისას სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ძველი ხელისუფლების შეცდომები ახლანდელმა არ უნდა გამოიყენოს ალიბად.

„ადამიანები, ვინც დღეს მეუბნებიან, რომ წინა ხელისუფლების დროს არ ვითხოვდი საგამოძიებო კომისიებს, ჩემგან განსხვავებით, მაშინაც იყვნენ ხელისუფლებაში. მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, ის, რომ ადრე ხდებოდა ცუდი, არ შეიძლება იყოს ალიბი ახლა. თუ მათ არ მოსწონდათ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებები შეწყალებასთან დაკავშირებით და თვლიდნენ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი, ეს როგორ ამართლებს იმას, რომ არ გამოიძიონ ის, რასაც ზურაბიშვილი აკეთებს. ეს ლოგიკა მე არ მესმის და ვერასდროს გავიგებ“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე სერგი კაპანაძე სოფო ზურაბიანთან „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრობს.


close დახურვა