logo
ENG



კაპანაძე: კრის სოჩას მივაწოდეთ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია

20 თებ 202008:15
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური დევნა და პროპორციული საარჩევნო სისტემა - ეს ის ორი მთავარი საკითხია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა თბილისში ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრისას განიხილა.

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება აღებულ კურსს განაგრძობს, ის დასავლელი პარტნიორების უფრო მძაფრ შეფასებებს უნდა ელოდოს.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გასაცნობად კრის სოჩა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

"გუშინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ჰქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან. ეს არის სენატორი რიშის აპარატი, რომელმაც განცხადება გააკეთა და წერილი გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას. ის საქართველოში პოლიტიკურ ვითარებას ეცნობა. ჩვენგან მოისმინა პრობლემების შესახებ ინფორმაცია. ორი საკითხი იყო - პოლიტიკური დევნა და პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

 

 


close დახურვა