ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნებს ლეგიტიმურობის კუთხით პრობლემები აქვს. კაპანაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის დეპუტატების მანდატების დათმობაც.
კაპანაძის თქმით, ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს და არჩევნები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს.
"ეს შედეგები, რაც გამოქვეყნებულია ამომრჩევლის ნებას არ ასახავს. ამის გასაპროტესტებლად ხალხი მოდის რუსთაველზე, რომ მათ მოპარეს არჩევნები. დანარჩენი ჩვენ ვიმოქმედებთ ერთად. შეუძლებელია, ესეთი ტიპის ძალადობისა და მოსყიდვის შემდეგ ვუყუროთ როგორ ითვისებს ივანიშვილი ქვეყანას. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის მანდატების დათმობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კაპანაძემ.
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.