logo
ENG



კაპანაძე ოცნებას: მხოლოდ ის გაინტერესებთ, რომ თქვენს ბელადს მორიგჯერ აამოთ

12 ნოე 201914:38
3 წუთის საკითხავი
 
oi72bu5kaad04uo.png

 

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, რომ მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ნება შეასრულოს. 

კაპანაძემ უმრავლესობის წევრებს უპასუხისმგებლოები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი ეკლესიის დაცვას მხოლოდ პირადი ინტერესის გამო ცდილობენ. 

"აჟიტირებულ უმრავლესობას, ყოვლად უპასუხისმგებლოს, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ ორი რაღაც - ერთი აინტერესებს ის, რომ თავის ბელადს აამონ მორიგჯერ, და მეორე ის, რომ გამოჩნდეს ეკლესიის დამცველად, რომ მორწმუნე ამომრჩეველი როგორმე თავისკენ მიიმხროს. მხოლოდ ეს გაინტერესებთ თქვენ ახლა," - მიმართა კაპანაძემ უმრავლესობას. 

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. სხდომაზე ვითარება პერიოდულად იძაბება და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. მმართველი გუნდის წევრების უკმაყოფილება ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკამ გამოიწვია, რა დროსაც კანონმდებლებმა ერთმანეთს უცენზურო ლექსიკითაც მიმართეს. 

 

 


close დახურვა