logo
ENG



კაპანაძე პატრიარქის განცხადებაზე: ეს ძალიან სახიფათოა

01 აპრ 202022:51
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საქართველოს პატრიარქის მიერ მრევლისადმი მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეზღუდვებში არ უნდა იყოს გამონაკლისები.

კაპანაძის თქმით, არ შეიძლება ყოველ კვირა დღეს ადამიანებმა მასიურად გადაიტანონ ვირუსი.

„როგორც პატრიარქის განცხადებიდან გავიგე, ყველაფერი ისევ ისე რჩება ანუ დისტანცირება დავიცვათ, ეკლესიები არ დაიკეტება, ხალხი გააგრძელებს სიარულს და ზიარების წესი არ იცვლებაო. ეს ძალიან სახიფათოა. ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმე ეკლესიის, რწმენის ან ზიარების წინააღმდეგია. უბრალოდ, არ შეიძლება ჩვენ დავტოვოთ ერთი ყურადღებამიუქცეველი ასპექტი და ყოველ კვირა დღეს, ადამიანებმა მასიურად გადაიტანონ ეს ვირუსი. მაშინ აზრი არ აქვს ამ შეზღუდვებსაც და ეკონომიკასაც ნუღარ ვანადგურებთ. შეზღუდვებში გამონაკლკისები არ უნდა იყოს“, - განაცხადა კაპანაძემ.

პატრიარქი განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს. პატრიარქის მიმართვაში ნათქვამია, რომ ეკლესიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც იქ მისვლას მოისურვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აკრძალვებს შორისაა ადამიანთა შეკრებაც - იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.


close დახურვა