logo
ENG



კაპანაძე სააკაშვილზე: იმედია ენმ ამ განცხადებას არ გამოიყენებს შეთანხმებისგან გასამიჯნად

13 ივნ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას, ოპოზიციური პარტიების ერთიანი საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ეხმაურება.

როგორც კაპანაძე აცხადებს, ამ ეტაპზე პარტია კონცენტრირებულია იმაზე, რომ ოპოზიცია მაჟორიტარების ნაწილში ერთიან კანდიდატზე შეჯერდეს. კაპანაძე ასევე იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ინიციატივა არ იქნება საბაბი იმისთვის, რომ შემდგომ ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს.

„არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული, მრავალფეროვანი შეხედულება გააჩნია. ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება, ჯერ თბილისში, მერე სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეას ჩვენ არ განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ იმედი მაქვს ეს განცხადება არ გაკეთებულა იმისთვის, რომ მერე საბაბად იყოს გამოყენებული, რათა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნოს მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა ფეისბუკზე გაავრცელა.


close დახურვა