logo
ENG



კარანტინიდან იზოლატორში - თერჯოლაში დაკავებულ კაცს 38 აბი ნარკოტიკი აღმოუჩინეს

17 მაი 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

36 წლის კაცს 38 აბი სუბოტექსი უპოვეს. ის გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, თავდაპირველად პაციენტი ინფექციურ განყოფილებაში მოათავსეს, კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი აჩვენა. სწორედ ამის შემდეგ დაცვის სამსახურმა პაციენტი გაჩხრიკა, რა დროსაც მას ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს. 

„ახალგაზრდა, 36 წლის მამაკაცი 9 მაისს ჩამოფრინდა საქართველოში გერმანიიდან. სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სასტუმროში, შეექმნა გარკვეული სახის ფსიქიკური პრობლემები და გადაწყვეტილება იქნა მიღებული გადმოეყვანათ ჩვენთან. დაცვის სამსახურის მიერ ინსტრუქტაჟის მიხედვით იმოქმედეს, ჩაატარეს ჩხრეკა აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით სუბოტექსი - 38 აბი, თუ არ ვცდები. პაციენტი გადაყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში“, - განაცხადა დავით სარიაშვილმა.

დაკავებული კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.


close დახურვა