logo
ENG



კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მცირდება

22 აპრ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 
ilczo9r6rd8iuus.png

კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მცირდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარებს ისაუბრა. ანრი ოხანაშვილის თქმით, ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება.

"იდეაში როცა ადამაინი არღვევს იზოლაციის წესსა და კრანტინს, როცა არ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, ეს უპირველეს ყოვლისა წამროადგენს საზოგადოების ჯანმრთელობის წინააღდმეგ დანაშაულს, ვიდრე მმართველობის წესის დარღვევას. რაც შეეხება ჯარიმას, გათვალისწინებულაი 3 ათასი ლარის ნაცვალად, 2 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 ათასი ლარი. ასევე ამ მუხლს ექნება შენიშვნა, სადაც ადმინსიტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ პირს ექნება საშუალება, ამ შემთხვევაში კი შსს-ს კარანტინისა და იზოლაციის დამრღვევი პირი გადაიყვანოს შესაბამის დაწესებულებაში. მისი დაკავება საღ აზრს მოკლებულია, ამიტომ შესაძლებელი იქნება მისი გადავანა საკარანტინე ზონაში",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 2 მაისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები აქამდე 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდნენ.


close დახურვა