logo
ENG



კარასინი: იმედი მაქვს ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული საკითხი მალე გადაწყდება

28 ნოე 201918:13
3 წუთის საკითხავი
 
cry9hzmqj8x7gwd.jpg

რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

როგორც კარასინმა პრაღაში, ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ გაფრინდაშვილთან დაკავშირებული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამასთან, რუსი დიპლომატის მტკიცებით, აღნიშნული საკითხი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით უნდა მოგვარდეს.

„ამ კითხვით ჩვენ არ უნდა მოგვმართოთ. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შექმნილია ყველა საჭირო მექანიზმი, მათ შორის ერგნეთის შეხვედრები, ევროკავშირის ცხელი ხაზი, პერიოდული შეხვედრები. სწორედ ეს მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები მოვაგვაროთ და საერთაშორისო სკანდალში არ გადავზარდოთ“, - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. მას 2-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

 


close დახურვა