რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხს ეხმაურება. ინფორმაციას ekhokavkaza იუწყება.
კარასინი აცხადებს, რომ ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ აღდგება, რაც საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. თუმცა, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ავიამიმოსვლა ახალ წლამდე აღდგება. ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როდის და რა ფორმით აღდგება მიმოსვლა. ამ საკითხზე შევთანხმდებით. დავაკვირდებით თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებსაც“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა, რომელიც დღეს პრაღაში, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.