გრიგორი კარასინი ქართული ოცნების რიტორიკით. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს "ბოდვას" უწოდებს. მოსკოვისთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების გამო ზურაბიშვილის წუხილი. გრიგორი კარასინი უკვე მეორე დღეა ერთ-ერთი მთავარი თემაა. აბაშიძესთან ერთად ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების ტყუილი. პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება თბილისისა და მოსკოვის კარგად დაგეგმილი ერთობლივი გეგმა იყო.