logo
ENG



კარლ ჰარცელი: თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ეს პოლიტიკური ელიტის წარმატება იქნება

04 მარ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. მისი თქმით, ეს იქნება ქვეყნის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ამის შესახებ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

"თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ეს პოლიტიკური ელიტის წარმატება იქნება. ეს კი საქართველოსთვის წარმატებული ნაბიჯი იქნება. მოვლენები შეიძლება სხავდასხვაგვარად განვითარდეს და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით",-აღნიშნა ჰარცელმა.


close დახურვა