ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მოხარულია უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებით.
"სასიამოვნო სანახავია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდა. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზისა და IPRM შეხვედრების საშუალებით ხელი შეუწყო ამ დადებით შედეგს", - წერს ჰარცელი ტვიტერზე.
Good to see Zaza Gakheladze returning to his family today. Illegal detentions are inadmissible. Glad that the EU via @EUMMGeorgia contributed to this positive outcome, through the Hotline and IPRM meetings. https://t.co/g7ySpq4MNl
ოკუპირებულ ცხინვალში ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე 14 ივლისს გაათავისუფლეს. გახელაძე დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
ზაზა გახელაძე ერთი წლის წინ, 2020 წლის 11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. დაკავებისას კი ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას 12-წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს.