logo
ENG



კარპენტერი: გვაშფოთებს ისეთი საკითხები როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მედია

05 მაი 202309:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/05/44blr3x3ficzllv.jpg

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი აშფოთებს.

დიპლომატის შეფასებით, არსებობს წუხილის სხვა მიზეზებიც, მათ შორის არის მართლმსაჯულება და მედიის თავისუფლება. საქართველოს შესახებ ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

"აშშ დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამას ვაგრძელებთ. ეს არის ის, რაზეც ქართველების დიდი უმრავლესობა ამბობს რომ სურს. ეს ხშირად სოციოლოგიური გამოკითხვებითაც დასტურდება, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, შეშფოთებული ვართ ზოგიერთი ნაბიჯით, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო გადადგმული. მაგალითად, როგორიცაა კანონპროექტი, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის სტატუსს მიანიჭებდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელიც გაიწვიეს.

აშშ ბევრ ევროპელ პარტნიორთან ერთად ძალიან შეწუხებული იყო ამ კანონპროექტით, რომელიც ბევრი მიმართულებით ზუსტად იმეორებდა რუსულ კანონს. არის სხვა საკითხებიც რაც შეშფოთებას იწვევს, რაც ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მედიას. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის, რომ გავაძლიეროთ მათი დემოკრატია და ხელი შევუწყოთ მათ ევროატლანტიკურ გზას, რაც ქართველი ხალხის არჩეული გზაა", - თქვა კარპენტერმა.


close დახურვა