logo
ENG



კარპენტერი: ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება - ოპოზიციური პარტიის ოფისს შტურმით იღებენ

23 თებ 202109:01
3 წუთის საკითხავი
 
კარპენტერი: ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება - ოპოზიციური პარტიის ოფისს შტურმით იღებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას სამწუხარო მოვლენას უწოდებს. 

ტვიტერზე მან დაწერა:

"საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება - ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, თავები გაგრილდება და ვითარების დეესკალაცია ჯერაც შესაძლებელია". 

ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 


close დახურვა