logo
ENG



კარტოგრაფების საქმე

13 ივნ 202220:01
3 წუთის საკითხავი
 

7 თვიანი პაუზის შემდეგ საქალაქო სასამართლში 2 მეცნიერის წინააღმდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა. ბრალდების მხარის ერთ-ერთი პირველი მოწმე დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი იყო. იუსტიციის სამინისტროს კვოტით კომისიის ყოფილმა წევრმა ივერი მელაშვილისთვის და ნატალია ილიჩოვასთვის წარდგენილი ბრალდების არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ დაადასტურა. თუშურმა პროკურორს რამდენჯერმე განუმარტა, რომ მელაშვილი მუდმივად ცდილობდა საქართველოსთვის სასარგებლო რუკების მოძიებას, კარტოგრაფიულ ალბომებში კი ნატალია ილიჩოვა ხაზებს დამოუკიდებლად არ ავლებდა.

 

close დახურვა