კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა ჯონდი ბაღათურიას მოსასმენად შეიკრიბა. გამოკითხვაზე ახალი არაფერი თქმულა. პოლიტიკოსმა მსჯელობა ვარაუდებზე ააგო, მტკიცებულების სახით ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ კი არაფერი წარმოუდგენია. ბაღათურიამ საკუთარი პოზიცია სხდომის შემდეგ მედიასთანაც გაიმეორა. პოლიტიკოსის შეფასებები მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის კომენტარს ეფუძნებოდა.