logo
ENG



კასიანოვი: მივმართეთ მთავრობას, სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენი შეეშვა, პასუხი არ მიგვიღია

19 იან 202300:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/19/2khfisu6knefjhy.png

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრს თხოვნით მიმართეს, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება უკრაინის ომბუდსმენისთვის მიეცათ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამის შესახებ კასიანოვმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დიპლომატიური მისიების პრიორიტეტი. სწორედ ასეთი პოზიციებიდან მუშაობს უკრაინის საელჩო საქართველოში, უკრაინის მოქალაქის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. უკრაინა ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებით. მისი კრიტიკული მდგომარეობისა და სიცოცხლისთვის უშალო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, განიხილოს მისი მკურნალობისთვის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობა. ეს იყო პრეზიდენტის წინასაახალწლო მიმართვაში. ასევე, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებულს დმიტრო ლუბინეცსს. ამ თხოვნით მივმართეთ 2022 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამანისტროს მისამართზე გავაგზავნეთ ლუბიუნეცის წერილი, რატი ბრეგაძის მისამართზე, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია", - ამბობს კასიანოვი.

კასიანოვმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, "გამოიჩინონ მოწყალება და სამკურნალოდ გადაიყვანონ სააკაშვილი ევროპის ან აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში".

"უფრო მეტს გეტყვით, მე პირადად მქონდა კონტაქტი პრეზიდენტთან, ასევე საახალწლო მიღების დროს, მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ მისცეს ჩვენს ომბუდსმენს შესვლის ნებართვა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რომელიც უკვე არის სიკვდილის ზღვარზე. უკრაინა გამომდინარეობს იქიდან, რომ სააკაშვილისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია ამიტომ, დაჟინებით ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და სამკურნალოდ გადაიყვანოს იგი ევროპის ან აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად", - ამბობს კასიანოვი.


close დახურვა