logo
ENG



კასიანოვი ელჩის თბილისში ყოფნაზე: კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში

15 მარ 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/rn2yveeig4kyccv.jpg

უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველო, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ თანამედროვე პირობებში ელჩის კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა პირობებში. საელჩოში გამართულ ბრიფინგზე კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის ომის პირობებშია და ასეთ დროს დიპლომატია კლასიკურ მდგომარეობას შორდება.

"ელჩი 1 მარტს გაიწვიეს კონსულტაციებისთვის. თავისი მოვალეობის შესასრულებლად ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინა სამი კვირაა ომშია. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია შორდება კლასიკურ მდგომარეობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის საქმიანობაზე", - ამბობს ელჩი.

14 მარტს რუსთავი 2-მა უკრაინის ელჩის კადრები გაავრცელა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. საელჩოში მიუღებელი უწოდეს ელჩის რეზიდენციასთან ჟურნალისტების გაუფრთხილებელ მისვლას.

გარდა ამისა, 15 მარტს თბილისში ელჩის ყოფნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძესაც დაუსვეს კითხვა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ინფორმაციიტთ, იგორ დოლგოვს ქვეყანა არ დაუტოვებია.


close დახურვა