კასპის რაიონიდან გატაცებული სამი მოქალაქე თავისუფალია. ისინი რუსმა ოკუპანტებმა 5000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
14 წლის ბიჭი, რომელმაც ცხინვალის ციხეში 1 ღამე გაატარა, ოჯახმა სოფლიდან გაიყვანა. მოზარდს გატაცების შემდეგ მძიმე ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის დროებით სოფლიდან, საიდანაც გაიტაცეს, გაერიდებინათ.
ოკუპანტებმა არასრულწლოვანთან ერთად ფიჩხის მოსაგროვებლად ტყეში წასული კიდევ 3 მამაკაცი გაიტაცეს. გატაცებულთა შორის არასრულწლოვანის მამა და კიდევ 2 თანასოფლელი იყო.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპანტებმა 4 ადამიანი 7 დეკემბერს გაიტაცეს. ოთხივე სოფლის განაპირას, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფიჩხს აგროვებდა. ადგილობრივები მძიმე ყოფაზე საუბრობენ. მათ მუდმივი შიში აქვთ, რომ რომელიმე მათგანი ოკუპანტების ტყვეობაში არ მოხვდეს.