კასპში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი პირუტყვს მწყემსავდა, ის მტკვარში შევიდა და დინებამ წაიღო.
საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კაცს 50 მეხანძრე-მაშველი ეძებს. ასევე, სამუშაოებში ჩართულია 2 მყვინთავი და 3 ნავი. ტერიტორიის მონიტორინგისთვის იყენებენ დრონსაც.