კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში 67 წლის ქალს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ქალი საქონლის მოსაყვანად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან დაკარგულის ახლობლები და თანასოფლელები.