კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ერთმანეთს მერსედესის და ფიტის მარკის მანქანები შეეჯახა.
შეჯახების დროს მერსედესის მანქანა გზიდან გადავიდა, საცხოვრებელი სახლის რკინის ღობე გაარღვია და ეზოში შევარდა. მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მანქანიდან გადმოვარდნილი, უგონო მდგომარებაში დახვდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.
რაც შეეხება ფიტის მძღოლს, ისიც მრავლობითი დაზიანებებებით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ორივე დაშავებული 30 წლამდეა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.