logo
ENG



კასპში დაღუპულ ქვეითს, სავარაუდოდ, რამდენიმე მანქანამ გადაუარა - ყველა პირი დადგენილია

25 აგვ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ნიგოზასთან მანქანის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე გამვლელმა მანქანამ გადაუარა. 

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ყველა პირი დადგენილია, ასევე იდენტიფიცირებულია დაღუპული პირი. უწყების ცნობით, მომხდარზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 


close დახურვა