logo
ENG



კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 მარ 202112:37
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კასპში კაცი გუშინ მოკლეს. ცხედარი სასაფლაოზე იპოვეს.


close დახურვა