logo
ENG



კასრაძე რუსულ კანონზე: შეხედეთ, რა ხდება დღეს რუსეთში, აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი

07 მარ 202314:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/ko1fu8z5gmw58v8.jpg

ეს სუფთა რუსული სტილის კანონია. ის რაც ხდება ახლა რუსეთში, ასე დაიწყო. მე ახლა იმ მეორე ნაწილს, ჩვენი საყვარელი თანამემამულეების ნაწილს, რომელიც შეიძლება არ იზიარებენ ჩვენს პოზიციებს, მათ მივმართავ, შეხედეთ რა ხდება დღეს რუსეთში, აი ასე დაიწყო ეს ყველაფერი. გვახსოვდეთ ჩვენი წარსული და შეცდომებს არ დავუშვებთ მომავალში. შეხედეთ რა მდგომარეობაში ჩავარდა რუსეთი. იცით რა? მაშინაც არ წარმოედგინათ, რომ სერიოზულად იქნებოდა ყველაფერი. იცინოდნენ, როდესაც ამ კანონის მიღება იყო, ინტელექტუალური წრეები ამაზე იცინოდნენ. რით დასრულდა ეს ყველაფერი, რომ წიგნებია შეფუთული მწერლების, მოუწიათ წასვლა მოაზროვნე ადამიანებს. უსამშობლოდ დავრჩებით, უსამშობლოდ დავრჩებით.


close დახურვა