logo
ENG



კატალონიაში, საპროტესტო აქციებზე 70-ზე მეტი ადამაინი დაშავდა

16 ოქტ 201908:58
3 წუთის საკითხავი
 
hurjgd8y7yp2rlj.png

კატალონიის ქალაქებში უკვე მეორე დღეა გამოსვლები არ წყდება. ათასობით მომიტინგე სამთავრობო შენობებთან შეიკრიბა და ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააპროტესტა. ბარსელონაში  აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. 

ესპანეთის  სასამართლომ კატალონიის  12 ლიდერი დამოუკიდებლობის საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში,  ამბოხის წაქეზებასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ 2 დღის წინ სცნო.


close დახურვა