logo
ENG



კატალონიის ლიდერს სასამართლომ 18 თვით პოსტზე მუშაობა აუკრძალა

19 დეკ 201917:54
3 წუთის საკითხავი
 

კატალონიის ლიდერს დაუმორჩილებლობის გამო სასამართლომ 18 თვით პოსტზე მუშაობა აუკრძალა.

ესპანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიმ ტორას საარჩევნო კამპანიიის და თანამდებობაზე ჰყოფნის პერიოდშიც სეპარატიზმის პროპაგანდის შეწყვეტა მოსთხოვა, რასაც ის არ დაემორჩილა.

სასამართლომ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელს 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრა. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება, მაგრამ თუ უზენაესი სასამართლო წინა ინსტანციის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მუშაობის აკრძალვა კიმ ტორათვის ძალაში რამდენიმე თვე მაინც არ შევა. 


close დახურვა