ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს განაჩენი გამოუტანა. რეგიონის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 12 სეპარატისტი ლიდერი და აქტივისტი რეგიონის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის გამო დააკავეს.
ბრალად მათ ამბოხების მოწყობა და ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლობა ედებათ. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ესპანური სასამართლოს განაჩენს აპროტესტებდნენ დღეს მადრიდსა და ბარსელონაში. დემონსტრანტები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.