logo
ENG



კატარში Pussy Riot-ის აქტივისტები დააკავეს

19 დეკ 202211:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/omtirv23cnkwn61.jpg

კატარში Pussy Riot-ის წევრები დააკავეს, რომელთაც ფეხბურთში მსოფლიო ფინალის დროს საპროტესტო აქციის მოწყობა სურდათ. გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია პეტრ ვერზილოვი, ვერონიკა ნიკულშინა და კიდევ ერთი აქტივისტი, რომლის სახელიც არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, Pussy Riot-ის წევრებს მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩის დროს მოედანზე შევარდნა სურდათ, რათა გაეპროტესტებინათ უკრაინაში მიმდინარე ომი, ალექსეი ნავალნის დაკავება და ირანში ქალთა უფლებები. აქციას წინ აღუდგა სტადიონის დაცვის სამსახური.

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, Pussy Riot-მა საპროტესტო აქცია მოაწყო "მილიციელი თამაშში ერთვება" - სამართალდამცავების ფორმაში გამოწყობილი აქტივისტები მოედანზე შევარდნენ. ამის გამო ისინი დააპატიმრეს და დააჯარიმეს.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებითი კი 3:3. პენალტების სერიაში კი საფრანგეთი არგენტინამ დაამარცხა.


close დახურვა