logo
ENG



კაჩინსკი ორბანს ოფთალმოლოგთან წასვლას ურჩევს, თუ ვერ დაინახა რა მოხდა ბუჩაში

09 აპრ 202222:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/l16u7sf07dnd3d2.jpg

პოლონეთის ვიცეპრემიერი იაროსლავ კაჩინსკი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს ოფთალმოლოგთან ვიზიტს ურჩევს, თუ მან ვერ დაინახა რა მოხდა ბუჩაში. ამის შესახებ კაჩინსკიმ Radio Plus-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ორბანის ქცევის შეფასება, უდავოდ ნეგატიურია. როცა ის ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას უნდა ვურჩიოთ ოფთალმოლოგთან წავიდეს“, - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

იაროსლავ კაჩინსკი ასევე აცხადებს, რომ ორბანის ქცევა სამწუხაროა და თუ ის უკრაინაში ომთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლის, პოლონეთი უნგრეთთან ვერ ითანამშრომლებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა მას მტკიცებულებები მოსთხოვა, რომ ბუჩაში ომის დანაშაულები დადგმული არ იყო. 

უკრაინული გამოცემები Evropeiskaya Pravda და Ukrainska Pravda კი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საუბარი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანზეა.


close დახურვა