გორში კაცი, რომელიც მამამ დაჭრა, გარდაიცვალა. იგი, ამ დრომდე კლინიკა გორმედში მკურნალობდა. 47 წლის გოგიტა მეგრელიშვილს 82 წლის მამამ, ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
დაჭრაში ბრალდებული მამა დაკავებულია. 2 თებერვალს მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შვილი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.