კაცი, რომელიც გუშინ ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტში ავტომობილით შეიჭრა, დააკავეს. შესაბამისად სპეცოპერაცია დასრულებულია.
35 წლის კაცმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწია - ის ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა. საერთაშორისო პრესა ოჯახურ კონფლიქტზე წერს, რადგან კაცთან ერთად ავტომობილში მისი 4 წლის შვილიც იმყოფებოდა. აეროპორტში შეჭრამდე კი დაკავებულის ცოლმა პოლიციას შვილის გატაცების ფაქტის შესახებ შეატყობინა.
თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ფრენები ჰამბურგის აეროპორტში ტერიტორიაზე კაცის შეჭრის შედეგ გადადებული იყო.
კაცი ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტში, გუშინ ავტომობილით შეიჭრა. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასთან ერთად, მანქანაში ბავშვი იმყოფებოდა. ასევე ვრცელდებოდა ცნობები სროლის შესახებ.