logo
ENG



კაცი, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება - შსს

19 დეკ 202023:52
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელიც გლდანში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1991 წელს დაბადებული გ.მ მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება.

პოლიციელებმა გ.მ.-სთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს გლდანში, კაცი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა


close დახურვა