ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ქობულეთში, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, კაცი ორ მეგობართან ერთად ცურავდა - ორივე მათგანი წყლიდან ამოყვანილია. მის სამძებრო სამუშაოებში ქობულეთისა და ბათუმის მყვინთავები იყვნენ ჩართულები.