logo
ENG



კაციტაძე: მაჟორიტარული რევოლუცია ზღაპარია

12 ნოე 201921:13
3 წუთის საკითხავი
 
bd770yt957zdeph.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" ახალი მემარჯვენეების" წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ის ელოდებოდა არჩევნებთან დაკავშირებით სახელისუფლებო ინიციატივის გაპრობლემებას.

კაციტაძის თქმით, ზღაპარია მაჟორიტარული რევოლუცია და ეს ის ხალხია, რომელთაც წლებია არაფერი გაუპროტესტებიათ.

„მე არა მარტო ჩვენი კანონპროექტის ჩავარდნას ველოდი, არამედ სახელისუფლებო კანონპროექტის გაპრობლემებას ველოდი. როდესაც 23-24 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამობრძანდა ბატონი ივანიშვილი და თქვა, რომ „ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აანონსებს ბუნებრივი ბარიერითო და რაღაცნაირი ეიფორია გაჩნდა მომიტინგეებში, პოლიტიკურ პარტიებსა და დაინტერესებულ საზოგადოებაში, ვთქვი, რომ სანამ მესამე მოსმენის შემდეგ ტაბლოზე ხმების საჭირო რაოდენობას არ დავინახავ, ეს თემა ჩემთვის დამთავრებული არ არის-მეთქი. უნდა დადგმულიყო სპექტაკლი მაჟორიტარული რევოლუცია, რომელიც ზღაპარია. მაჟორიტარებს, რომელთაც წლები არაფერი გაუკეთებიათ მოპროტესტო და უცებ ცეცხლი დაანთონ, ეს ასე არ არის," - განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. თუ მაჟორიტარების მუქარა შესრულდება და 40 დეპუტატი ცვლილებებს გაემიჯნება, კანონპროექტი ჩავარდება.


close დახურვა