logo
ENG



კაცმა, რომელიც ოკუპაციამ ორსულ ცოლს დააცილა, თვითმკვლელობა სცადა

20 იან 202110:11
3 წუთის საკითხავი
 
რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა თვითმკვლელობა სცადა. 

ვანიშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

მალხაზ ვანიშვილის ემოციური მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, ოკუპაციამ 8 თვის ორსულ ცოლს დააცილა. 

1 თვის წინ მალხაზ ვანიშვილმა ცოლთან, თათია ადიკაშვილთან ერთად  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ცხოვრების უფლება სთხოვა. ისინი რამდენიმე დღით კარანტინში მოათავსეს. მოგვიანებით დე ფაქტო მთავრობამ ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცა, მისი 8 თვის ორსული ცოლი კი გამოაძევა.  

მალხაზ ვანიშვილს და მის ცოლს, თათია ადიკაშვილს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. 


close დახურვა