კაცმა, რომელმაც ვისკონსინის შტატის ლუდსახარში კომპანიის შენობაში ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. უბედური შემთხვევა ქალაქ მილუოკიშ მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ბოროტმოქმედმა კომპანიის 5 თანამშრომელი მოკლა. თავდასხმის ერთ-ერთ მოტივად 51 წლის კაცის ლუდსახარში კომპანიიდან გათავისუფლება სახელდება. ქალაქის მერმა მომხდარს ტრაგედია უწოდა.
ვისკონსინის შტატში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.